კახა კალაძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება
კახა კალაძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება. სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა დედაქალაქის მთავრობის ინიციატივით იმართება, რათა ბიზნესმენებს ინფორმაცია მიაწოდონ მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე.

კახა კალაძე ბიზნესმენებთან თბილისის მთავრობის წევრებთან ერთად წარსდგა, რომლებიც მცირე პრეზენტაციების სახით ბიზნესმენებს ინფორმაციას აწვდიან.

განსახილველ თემებს შორის კი არის: ქუჩის ლამპიონების led განათებით ჩანაცვლება, მიწისქვეშა ავტოსადგურების განვითარება, ავარიული კორპუსების ჩანაცვლება, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რადიო ქალაქის განვითარება, სატელევიზიო ანძის ტურისტულ ობიექტად მოდიფიცირების პროექტი და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა.