კახა კალაძე - ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველო ყოველთვის მოწინავე ადგილზეა და ყოველწლიურად გვაქვს წინსვლა
კახა კალაძე - ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველო ყოველთვის მოწინავე ადგილზეა და ყოველწლიურად გვაქვს წინსვლა

ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველო ყოველთვის მოწინავე ადგილზეა და ყოველწლიურად გვაქვს წინსვლა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ავსტრიის ელჩის, არად ბენკოს განცხადებასთან დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

„ვერ გეტყვით, არ მომისმენია. რას ეფუძნება მისი განცხადება. არ ვიცი. შეიძლება კონტექსტიდანსც იყოს ამოგლეჯილი, ვერ გეტყვით. თუმცა რაც შეეხება ბიზნესის კეთებას საქართველოში, ამას აკვირდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და ყოველწლიურად ქვეყნდება მონაცემები იმასთან დაკავშირებით, როგორი შესაძლებლობაა საქართველოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. საქართველო ყოველთვის მოწინავე ადგილზეა და ყოველწლიურად გვაქვს წინსვლა. კონკრეტულად ახლა არ ვიცი რაზეა საუბარი და რას უკავშირდება ელჩის განცხადება“,- განაცხადა კახი კალაძემ.

ავსტრიის ელჩი საქართველოში იმ ფაქტორებზე საუბრობს, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. არად ბენკომ სააგენტო „ბი ემ ჯი სთან“ ინტერვიუში გადაწყვეტილებების მიღების პრობლემა დაასახელა, რაც მისი თქმით, დამაბრკოლებელი ფაქტორია.