კახა კალაძე - ბელიაშვილზე დაგეგმილი მატჩის მონაწილეებს გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები აშანტაჟებენ, თუმცა თამაში მაინც შედგება
კახა კალაძე - ბელიაშვილზე დაგეგმილი მატჩის მონაწილეებს გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები აშანტაჟებენ, თუმცა თამაში მაინც შედგება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური მატჩი მაინც გაიმართება, მიუხედავად იმისა, რომ მასში მონაწილეობის მსურველებს გარკვეული არასამთავრობოები აშანტაჟებენ. კალაძის თქმით, თამაში 18:00 საათისთვისაა დაგეგმილი.

„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ურეკავენ ფეხბურთელებს, აშანტაჟებენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ შეხვედრაში, ეს თამაში შედგება, ფეხბურთელები ითამაშებენ.

სამართლებრივი მხარე რაც არის, ის, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა და ვინ იყო დამნაშავე პასუხი აგოს დამნაშავემ. მაგრამ, სამოქალაქო ინიციატივას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს, რაც უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარებას, სარწმუნოებას, მამულს, ენას – ვერაფერი ამ ყველაფერს ვერ შეაჩერებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე დაგეგმილ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩში დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ითამაშებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებსა და თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის, ამხანაგური საფეხბურთო მატჩი 14 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება. ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ გაიმართება.

აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ  ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.