კახა კალაძე - ბავშვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები არავის ეპატიება
კახა კალაძე - ბავშვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები არავის ეპატიება

თბილისის მერი კახა კალაძე საბავშვო ბაღების დირექტორების გათავისუფლებაში პოლიტიკურ მიზეზებს გამორიცხავს.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის ინფორმაციით, ბაღებში დარღვევებია აღმოჩენილი.

„ყველაფრის პოლიტიზირება ხდება ქვეყანაში, რაც ძალიან სამწუხაროა. სააგენტო ყოველთვის აწარმოებს ბაღების შემოწმებას, რომელიც ახლა არ დაწყებულა და ამის ვალდებულება ჩვენ გვაქვს. ამაზე ადრეც ვსაუბრობდი, რომ არავის ვაპატიებთ გადაცდომას. განსაკუთრებით იქ, სადაც საუბარია პატარებზე, ბავშვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები არ ეპატიება არავის“, აღნიშნა კალაძემ.

თბილისის 109-ე, 50-ე, 169-ე და 145-ე საბავშვო ბაღების დირექტორები სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის საკვების მოპარვის მიზეზით გაათავისუფლეს.