კახა კალაძე - არსებულმა მდგომარეობამ ყველა დააზარალა, მათ შორის, სამშენებლო სექტორი
კახა კალაძე - არსებულმა მდგომარეობამ ყველა დააზარალა, მათ შორის, სამშენებლო სექტორი

ყველა დააზარალა არსებულმა მდგომარეობამ და სამშენებლო სექტორიც ვერ იქნება გამონაკლისი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ სამშენებლო სექტორზე საუბრისას აღნიშნა, სექტორის წარმომადგენლებთან იგეგმება კიდევ ერთი შეხვედრა, რომელსაც პრემიერი უხელმძღვანელებს.

„რა თქმა უნდა, პრობლემა სამშენებლო სექტორსაც ექნება. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამშენებლო სექტორი არის მიმართულება, რომელსაც ათი ათასობით ადამიანი ჰყავს დასაქმებული და საკმაოდ დიდი კონტრიბუცია შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში. ყველა დააზარალა არსებულმა მდგომარეობამ და სამშენებლო სექტორიც ვერ იქნება გამონაკლისი. სამშენებლო სექტორთან შეხვედრისას ძირითადი საუბრის თემა ეხებოდა ბანკების ჩართულობას, რომ ბანკებმა გარკვეულწილად იპოთეკების მიმართულებით მხარდაჭერა გამოუცხადოს სამშენებლო სექტორს. ჩვენ გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა პრემიერის ხელმძღვანელობით, სადაც ასევე საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.