კახა კალაძე - არჩევნები ჩატარდება ჩვეულებრივად და მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნება ისე, როგორც არსად და არასდროს
კახა კალაძე - არჩევნები ჩატარდება ჩვეულებრივად და მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნება ისე, როგორც არსად და არასდროს

არჩევნები ჩატარდება ჩვეულებრივად და მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნება ისე, როგორც არსად და არასდროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ალეკო ელისაშვილის ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, არჩევნები ორი დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

კალაძის თქმით, არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება.

„სისულელეზე განცხადებას და კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ. არჩევნები ჩატარდება ჩვეულებრივად, როგორც ეს ყველა განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება, სადაც მაქსიმალურად იქნება ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული. დაცული იქნება ისე, როგორც არსად და არასდროს“, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.