კახა კალაძე - არც მე და არც მერიას არ აქვს იმის უფლებამოსილება, რომ დაუშვას ან აუკრძალოს კარვის გაშლა კონკრეტულ ადამიანებს
კახა კალაძე - არც მე და არც მერიას არ აქვს იმის უფლებამოსილება, რომ დაუშვას ან აუკრძალოს კარვის გაშლა კონკრეტულ ადამიანებს

არც მე და არც მერიას არ აქვს იმის უფლებამოსილება და პრეროგატივა, რომ დაუშვას ან აუკრძალოს კარვის გაშლა კონკრეტულ ადამიანებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერიის ღია წერილში, რომელიც აქციის ორგანიზატორებს გაეგზავნათ, წერია, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მეათე მუხლის შესაბამისად იმოქმედონ  და გაითვალისწინონ, რომ დეკემბერში საახალწლო ღონისძიებებია დაგეგმილი.

კალაძე ამბობს, რომ დეკემბერში მიიღებენ გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან ერთად, თუ როგორ იმოქმედონ.

„ჩვენ წერილში წერია რომ „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მეათე მუხლის შესაბამისად იმოქმედონ და დეკემბრის 15 რიცხვში მიიღონ გარემოებად, რომ იგეგმება მთელი რიგი ღონისძიებების გამართვა და შეცვალონ დრო და ადგილი.

ჯერ დეკემბრამდე არის დრო. როდესაც დეკემბერი მოვა ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენს მოსახლეობასთან ერთად რა და როგორ გაავაკეთოთ. წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია“,- განაცხადა კახა კალაძემ.