კახა კალაძე - არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქალაქი თავზე დაიმხოს
კახა კალაძე - არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქალაქი თავზე დაიმხოს

არსებობს კანონები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხოს, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბრალდებას საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის თაობაზე.

კახა კალაძე აღნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია პრობლემების გარეშე წარმართოს, თუმცა არსებული წესები ყველამ უნდა დაიცვას.

„არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო ამ განცხადებას. არასერიოზული განცხადებაა არასერიოზული ადამიანებისგან. საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, კამპანია ჩაატაროს ყოველგვარი პრობლემის გარეშე. აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ შეხვდნენ საზოგადოებას, შეხვდნენ ხალხს, გააცნონ თავიანთი ხედვები, მოსაზრებები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. არავინ ხელს არ უშლის. არსებობს კანონები, არსებობს წესები, რომელიც უნდა დაიცვას ყველამ და არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი