კახა კალაძე - არავის მიეცემა შესაძლებლობა, ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები და ცუდად გამოიყენოს ტაქსების რეფორმა
კახა კალაძე - არავის მიეცემა შესაძლებლობა, ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები და ცუდად გამოიყენოს ტაქსების რეფორმა

აუცილებლად დარეგულირდება ტაქსის ფასები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

„ტაქსების საფასურთან დაკავშირებით, განსაკუთრებით პირველ დღეებში, იყო პრობლემა, თუმცა ეს თემა რეგულირდება და პრობლემა იქნება მოგვარებული. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ რეფორმის ხარჯზე და ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები და ცუდად გამოიყენოს ეს რეფორმა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე – მოქალაქეები აცხადებენ, რომ ფასები სამჯერ არის გაზრდილი და როგორ აპირებს თბილისის მთავრობა, დაარეგულიროს კერძო ტაქსების ფასები, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ფასები აუცილებლად დარეგულირდება.

„რა ინდიკატორებზე საუბრობთ, მე არ მაქვს ინფორმაცია. რამდენიმე დღის წინ იყო პრობლემები. გვქონდა კომუნიკაცია კომპანიებთან, რომლებიც დღეს ბაზარს წარმოადგენენ. აუცილებლად დარეგულირდება და თვითონ ბაზარიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.