კახა კალაძე - ვიცით არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით „ნაცმოძრაობის“ ნაწილია, ჩემთვის მათი განცხადება არაფერს ნიშნავს
კახა კალაძე - ვიცით არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით „ნაცმოძრაობის“ ნაწილია, ჩემთვის მათი განცხადება არაფერს ნიშნავს

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები „ნაცმოძრაობის“ ნაწილია თავიანთი ქმედებებით, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

კალაძის თქმით, მათი განცხადება მისთვის არაფერს ნიშნავს.

„ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ვიცით, „ნაცმოძრაობის“ ნაწილია თავიანთი ქმედებებით, თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით. ასე რომ, მათი განცხადება პირადად ჩემთვის არაფერს ნიშნავს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს. განცხადების მიხედვით, „მმართველმა ძალამ ღიად უნდა დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოქალაქეების ომით დაშინება“.