კახა კალაძე - არასამთავრობო ორგანიზაციების არა მხოლოდ დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, არამედ მათი ყველა ქმედება, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან
კახა კალაძე - არასამთავრობო ორგანიზაციების არა მხოლოდ დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, არამედ მათი ყველა ქმედება, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების არა მხოლოდ დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, არამედ მათი ყველა ქმედება.

კალაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც კობახიძე ამბობს: „მნიშვნელოვანია, მათი ხარჯები იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. ამის ვალდებულება დღეს კანონით არ აქვთ, მაგრამ ერთგვარი მორალური ვალდებულებაა, თუ საზოგადოებას ეტყვიან მეტს საკუთარი ხარჯების შესახებ“.

კახა კალაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები აპოლიტიკურები უნდა იყვნენ, მაგრამ ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან. როგორც კახა კალაძე ამბობს, მათი დამსახურებაა, რა განწყობაც არსებობს საზოგადოებაში არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.

„ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციების შინაარსი აბსოლუტურად განსხვავებულია საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით. არა მხოლოდ დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, არამედ მათი ყველა ქმედება. ისინი უნდა იყვნენ აპოლიტიკურები. სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი შებრუნებულად ხდება. არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოებაში რა განწყობებიც არსებობს, ეს თავად მათი დამსახურებაა. ნახეთ, ამ წლების განმავლობაში, ყველა განვლილ პერიოდში – არჩევნების პროცესში, არჩევნების შემდეგ როგორი დღის წესრიგი აქვთ. სამწუხაროდ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან. როდესაც შენ არასამთავრობო ორგანიზაცია გქვია და ჩართული ხარ ხმების პარალელური დათვლის (პივიტი) გაყალბებაში, ეს არის ძალიან მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ ჩართული იყვნენ რევოლუციურ სცენარში. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ამხილა. „ოცნების“ ლიდერების მიერ გამომჟღავნების შემდეგ „აიწია“ ეს თემა, რომელიც ძალიან მძიმე იყო“, – განაცხადა კალაძემ.