კახა კალაძე - არასამთავრობო ორგანიზაციები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არიან შექმნილი და დღეს ან ხიბლში არიან ან ვალში
კახა კალაძე - არასამთავრობო ორგანიზაციები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არიან შექმნილი და დღეს ან ხიბლში არიან ან ვალში

არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს არც ჩვენ და არც საზოგადოებას, რადგან  ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არიან  შექმნილი, მათი ხელდასმულები არიან და დღეს ან ხიბლში არიან ან ვალში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პარტიული ტელევიზიის ხელმძღვანელის განცხადებებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სიჩუმე გასაკვირი არ არის.

„ყოფილ პროკურორს უნდა ახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ადამიანს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, რომ გააკეთოს არჩევანი ამა თუ იმ კანდიდატზე. ეს ადამიანები არიან წარსულში ჩარჩენილები, ცდილობენ, დღეს უკვე იმ ადგილიდან, სადაც იმყოფებიან, გარკვეულწილად მოახდინონ ზეწოლა საზოგადოებაზე და შეუზღუდონ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენ საზოგადოებამ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ჩავტოვოთ იქ, სადაც არიან, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა მივახდინოთ ერის გაერთიანება, ჩვენ არ გვჭირდება დაყოფილი საზოგადოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.