კახა კალაძე - არანაირი შანსი არ უნდა დავუტოვოთ ადამიანებს, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაში
კახა კალაძე - არანაირი შანსი არ უნდა დავუტოვოთ ადამიანებს, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაში

თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.

თბილისის მერი დღეს,  „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის გახსნას დაესწრო.

„სალომე ზურაბიშვილს პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა აქვს. საარჩევნო კამპანია დაწყებულია. კიდევ ერთხელ მინდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოვუწოდო, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ  დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. დარწმუნებული ვარ, 28 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს. არანაირი შესაძლებლობა და შანსი არ უნდა დავუტოვოთ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამ ადამიანებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს, რომ ჩვენ ასეულობით სოფელი და მებრძოლო გმირები დავკარგეთ. მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. ეს ყველაფერი არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა კანონის ფარგლებში განხორციელდება.