კახა კალაძე - დარწმუნებული არ ვარ, რომ ოპოზიციიდან ყველა გადადგამს ნაბიჯს და იქნებიან კონსტრუქციული, თუმცა არიან ისეთები, ვისაც დეპოლარიზაციის სურვილი აქვთ
კახა კალაძე - დარწმუნებული არ ვარ, რომ ოპოზიციიდან ყველა გადადგამს ნაბიჯს და იქნებიან კონსტრუქციული, თუმცა არიან ისეთები, ვისაც დეპოლარიზაციის სურვილი აქვთ

ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა გადადგამს ნაბიჯს და იქნებიან კონსტრუქციული, თუმცა არიან ისეთები, ვისაც დეპოლარიზაციის სურვილი აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ოპოზიციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

როგორც კახა კალაძე ამბობს, დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება დეპოლარიზაცია.

„ოპოზიციის მაგივრად პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა დიდად არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ დეპოლარიზაციისთვის. არადა ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა და დათქმაა იმ 12-პუნქტიან გეგმაში. ჩვენი მხრიდან მზად ვართ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ამისთვის, რადგან დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ეს შესასრულებელია, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. არ მინდა წინასწარ რაღაც შეფასებები გავაკეთო. მაქვს ჩემი მოსაზრება, როგორ წარმომიდგენია ეს ყველაფერი. ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ყველა გადადგამს ნაბიჯს და იქნებიან კონსტრუქციული, თუმცა არიან ისეთები, ვისაც აქვთ სურვილი, რომ დეპოლარიზაცია განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.