კახა კალაძე - არ გამოვიდა დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლა, მავანთა მხრიდან სათავისოდ გამოყენება, კარგი გაკვეთილია, მადლობა ჯანსაღად მოაზროვნე ყველა პოლიტიკოსს
კახა კალაძე - არ გამოვიდა დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლა, მავანთა მხრიდან სათავისოდ გამოყენება, კარგი გაკვეთილია, მადლობა ჯანსაღად მოაზროვნე ყველა პოლიტიკოსს

საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, ისტორიული და ისტორიულზე მეტად, ლოგიკური ამბავია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძემ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნავს, ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა ამ გადაწყვეტილებამდე.

„მოხარული ვარ, ჩვენმა ხელისუფლებამ გამოავლინა პოლიტიკური ნება და გამბედაობა ამ ცვლილების განსახორციელებლად. ეს არის იმ ფაქტის კიდევ ერთი დემონსტირება, რომ ქვეყანა დემოკრატიის შეუქცევად გზაზე დგას და ვერავითარი ძალა ამ რეალობას ვერ შეცვლის. მთელი ეს პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა ქვეყნის მოსახლეობის, ჩვენი პარტნიორების, მეგობრების თვალწინ და ამ პროცესში ნათლად გამოჩნდა, ვინ ვინ არის, ვის რა ინტერესი აქვს.

პოლიტიკური პროცესის დინამიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან ოპონირება, პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობა. გასაგებია, ყველაფერი პოლიტიკური ქულების მოპოვების გზაზე, გარდა ღია კონფრონტაციისა, როცა თვალნათლივ ჩანს, რომ ვიწროპარტიული ინტერესია უმთავრესი ზოგიერთებისთვის და არა ქვეყნის მომავალზე ზრუნვა.

არ გამოვიდა დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლა, არ გამოვიდა პროცესის სათავისოდ გამოყენება მავანთა მხრიდან. კარგია, გაკვეთილია. მადლობა ყველა ჯანსაღად მოაზროვნე და ჯანსაღად მოქმედ პოლიტიკოსს“, – წერს კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი