კახა კალაძე - არ დაგიმალავთ, გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ყველა ვთანხმდებით, არსებული ნარკოპოლიტიკა არის პრობლემური და უნდა შეიცვალოს
კახა კალაძე - არ დაგიმალავთ, გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ყველა ვთანხმდებით, არსებული ნარკოპოლიტიკა არის პრობლემური და უნდა შეიცვალოს

არსებული ნარკოპოლიტიკა არის სერიოზული პრობლემა და მგონია, რომ ცვლილებები და დაგეგმილი რეფორმა უნდა ემსახურებოდეს ახალგაზრდების დაცვას ნარკოტიკებისგან, – ამის შესახებ თემის კომენტირებისას თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უმკაცრესი ზომები უნდა იყოს მიღებული ნარკორეალიზატორების მიმართ და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„არ დაგიმალავთ, რომ გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არის პრობლემური. შესაბამისად, ის უნდა შეიცვალოს. თუ როგორ, რა ფორმით, ამასთან დაკავშირებით გუნდში იქნება მსჯელობა და ეს ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის.

არსებული ნარკოპოლიტიკა არის სერიოზული პრობლემა და მგონია, რომ ცვლილებები და დაგეგმილი რეფორმა უნდა ემსახურებოდეს ახალგაზრდების დაცვას ნარკოტიკებისგან. უმკაცრესი ზომები უნდა იყოს მიღებული ნარკორეალიზატორების მიმართ და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აცხადებს კახა კალაძე.

ამასთან, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე დისკუსია ბოლო მოვლენებმა და ცალკეული პირების პოზიციამ დააჩქარა. კალაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა გუნდში წინა პერიოდშიც აქტიურად მიმდინარეობდა.