კახა კალაძე - აქციების ჩატარებას ვერავინ შეზღუდავს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა
კახა კალაძე - აქციების ჩატარებას ვერავინ შეზღუდავს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა

აქციების გაგრძელებას და ჩატარებას ვერავინ შეზღუდავს, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ თავიანთი შეხედულებები, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ რომელიღაც უწყების ბლოკირება მოხდება, შესაბამის სამსახურებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

„აქციების გაგრძელებას და ჩატარებას ვერავინ შეზღუდავს. ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ თავიანთი შეხედულებები, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა. მთავარია, ისინი არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს. ვერავინ შეუზღუდავს ამ ადამიანებს გამოვიდნენ და გამოხატონ თავიანთი მოსაზრება. თუ იქნება ბლოკირება, შესაბამისი სამსახურების მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი