ახალი წლის ღამეს გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს
ახალი წლის ღამეს გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს

ახალი წლის ღამეს, მეტროს გარდა, მოქალაქეებს მთელი ღამის განმავლობაში სხვა საქალაქო ტრანსპორტიც მოემსახურება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძის თქმით, გლდანსა და ვარკეთილში წამსვლელთათვის მერია უფასო ტრანსპორტს გამოყოფს.

„მაქსიმალურად ვეცდებით, არ გადაიკეტოს თბილისის საკვანძო ქუჩები, რათა მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეს. კიდევ ერთი ინფორმაცია – მოგეხსენებათ, 31 დეკემბერს, მთელი ღამის განმავლობაში მხოლოდ მეტრო მუშაობდა. წელს ამას დაემატება სხვა საქალაქო ტრანსპორტიც, რომელიც ყველა მსურველს მთელი ღამის განმავლობაში მოემსახურება. მათ შორის გლდანსა და ვარკეთილში წამსვლელთათვის მერია უფასო ტრანსპორტს გამოყოფს”, – განაცხადა თბილისის მერმა ბრიფინგზე.