კახა კალაძე - ახალგაზრდებო, საოცარი თაობა მოდიხართ, ვამაყობ თქვენით
კახა კალაძე - ახალგაზრდებო, საოცარი თაობა მოდიხართ, ვამაყობ თქვენით

წყალში დაკარგული თითოეული სიცოცხლის ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში, სტიქიის წინააღმდეგ მებრძოლი მაშველებისა და მოხალისეების გმირობა მუდამ დარჩება ჩვენს მადლიერებაში, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებს.

„სამი წლის წინ ვერეს ხეობაში დატრიალებული უბედურება ყველას გუშინდელივით გვახსოვს. თანამედროვე თბილისში წყალდიდობა რამდენჯერმე მოხდა და ყველა ეს ტრაგედია, წლები, თაობები ახსოვდა ქალაქს…

ასეთ ჭრილობებს დრო ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას. წყალში დაკარგული თითოეული სიცოცხლის ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში.

სტიქიის წინააღმდეგ მებრძოლი მაშველებისა და მოხალისეების გმირობა მუდამ დარჩება ჩვენს მადლიერებაში.

ახალგაზრდებო, საოცარი თაობა მოდიხართ და გისურვებთ, ეს თავისუფლების ჟინი, ერთობა და მიზანსწრაფულობა არასდროს დაგეკარგოთ – ვამაყობ თქვენით“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

2015 წლის 13 ივნისს, თბილისში წყალდიდობამ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.