კახა კალაძე – აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია
აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე განაცხადა.
„აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი ძალიან შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, ლუკაშენკომ დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი, რასაც შესაბამისი უწყების მხრიდან რეაგირება მოჰყვება. როგორც ვიცი, ელჩი უკვე დაბარებულია“, – აღნიშნა კალაძემ.