კახა კალაძე ადასტურებს, რომ პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში ცვლილებები იქნება 
კახა კალაძე ადასტურებს, რომ პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში ცვლილებები იქნება 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოში ცვლილებები იქნება, თუმცა იგი მომავალშიც გენერალური მდივნის თანამდებობას შეინარჩუნებს.

“პოლიტსაბჭოში ცვლილებებიის შესახებ, რა რაოდენობა დარჩება, ვინ იქნება, ამას უახლოეს მომავალში გაიგებთ. მე დავრჩები გენერალური მდივნის თანამდებობაზე. რაც შეეხება ყრილობას, მაისის დასაწყისში გაიმართება, -“ განაცხადა კალაძემ

კითხვაზე, დაასახელებენ თუ არა ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, კალაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

“ეს არ არის სწორი ინფორმაცია და სიმართლეს არ შეესაბამება. ზოგადად, გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი იყო კანდიდატებზე, თუმცა ბიძინა ივანიშვილზე საუბარი არ ყოფილა”, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს შორის დაპირისპირებას, კახი კალაძის ინფორმაციით, გუნდში განხეთქილება არ არის და არც კრიზისი არსებობს.

„უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს. რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას, ეს ნორმალურია. რაღაც კონკრეტულ საკითხზე გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა შეურაცხყოფის მიყენება ერთმანეთისთვის ცუდი და კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როდესაც ერთ ადამიანს ყველაფერი საკუთარ თავზე ჰქონდა მორგებული. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც ინსტიტუტები უნდა გავაძლიეროთ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული, ბევრია სამუშაო და ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.