კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი
კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი

რაც შეეხება საარჩევნო სიას, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სიაში, ვინ იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ეს უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საარჩევნო სიაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„როგორც ყველა პარტია, ისე მმართველი პარტია მუშაობს და მალე ყველაფერი იქნება ცნობილი. მაჟორიტარებს რაც შეეხება, მაჟორიტარი იქნება ის, ვისაც გამარჯვების მეტი შანსი ექნება, ვისაც მეტი მხარდამჭერი ეყოლება და დიდი პოპულარობით სარგებლობს კონკრეტულ რაიონებში. რაც შეეხება სიას, ჯერ მიმდინარეობს მსჯელობა და შერჩევა. ყველა იმ კრიტერიუმის გათვალისწინება მოხდება, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის“, – განაცხადა კალაძემ.