კახა კალაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მომდევნო დღეებში ისაუბრებს
კახა კალაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მომდევნო დღეებში ისაუბრებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მომდევნო დღეებში ისაუბრებს.

როგორ კლინიკის დატოვების შემდეგ კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამ თემაზე სამუშაოზე სრულფასოვნად დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს.

„თვითმმართველობის არჩევნებსა და კანდიდატებზე, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დავუბრუნდები სრულფასოვნად ჩემ საქმიანობას, გვექნება ძალიან დიდი დრო ვისაუბროთ. ყველაფერს გეტყვით ჩემ დამოკიდებულებას და ხედვებს“,- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ კლინიკა დღეს დატოვა. როგორც კალაძემ სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპზე თავს უკეთ გრძნობს, თუმცა გარკვეული პერიოდი მკურნალობას სახლში გააგრძელებს.