კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შვილებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ
კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შვილებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ

დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შვილებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გვერდით დაუდგება უკრაინულ ოჯახებს, ვიდრე საჭიროება იქნება და ვიდრე მშვიდობა არ დაისადგურებს უკრაინაში.

„დღეს მინდა, მოგაწოდოთ სიახლე: თბილისის საკრებულოსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქ ჩარჩენილი უკრაინელი ოჯახების პატარები ჩვეულებრივად შეძლებენ საბავშვო ბაღებში სიარულს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე. ილია ელოშვილს მინდა დავაბარო, რომ გაუწიოს ამ ყველაფერს კოორდინაცია, რათა ეს გადაწყვეტილება აღსრულებული იყოს, გქონდეთ ამ ოჯახებთან პირდაპირი კომუნიკაცია, ავუხსნათ ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი. ჩვენ გვერდით დავუდგებით ამ ოჯახებს, ვიდრე საჭიროება იქნება და მშვიდობა არ დაისადგურებს უკრაინაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.