კახა კალაძე აცხადებს, რომ სამგორი-ლილო-რუსთავის დამაკავშირებელ მიწისზედა მეტროზე სამომავლოდ აუცილებლად იქნება მსჯელობა
კახა კალაძე აცხადებს, რომ სამგორი-ლილო-რუსთავის დამაკავშირებელ მიწისზედა მეტროზე სამომავლოდ აუცილებლად იქნება მსჯელობა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სამგორი-ლილო-რუსთავის დამაკავშირებელ მიწისზედა მეტროზე სამომავლოდ აუცილებლად იქნება მსჯელობა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სამგორი-ლილო-რუსთავის მიწისზედა მეტროზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები უკვე ჩატარებულია.

„კვლევები ჩატარებულია ორი მიმართულებით, სამგორი-ლილო და შემდეგ ლილო-რუსთავის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტრო. დეტალურ პროექტზე არ გადავსულვართ, რადგან პანდემიის პირობებში მოგვიწია ბევრ პროექტზე უარის თქმა და რაღაცების დროებით გაჩერება. სამომავლოდ აუცილებლად იქნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. კიდევ დამატებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებიდან რაღაცებს ველოდებით და უახლოეს მომავალში გვეცოდინება ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.