კახა კალაძე აცხადებს, რომ რთულია კერძო პირებთან მომუშავე თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს
კახა კალაძე აცხადებს, რომ რთულია კერძო პირებთან მომუშავე თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რთულია კერძო პირებთან მომუშავე თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება. კალაძემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, იგეგმება თუ არა სახელმწიფოს მხრიდან, მაგალითად, ძიძების, დამლაგებლების დახმარება.

„ცოტა რთული მიმართულებაა, როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების იდენტიფიცირება. ამ ეტაპზე, არ არის დადგენილი, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.