კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის შესაძლო კანდიდატურაზე კითხვის პასუხად აცხადებს, რომ ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრი არ არის
კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის შესაძლო კანდიდატურაზე კითხვის პასუხად აცხადებს, რომ ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრი არ არის

თბილისის მერმა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. კახა კალაძის თქმით, გადაწყვეტილების მიღება უახლოეს დღეებში მოხდება.

„კონსულტაციები დიდი ხანია, მიმდინარეობს, საუბარია რამდენიმე კანდიდატურაზე. „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი უახლოეს მომავალში, კანონის შესაბამისად, დასახელდება“,-განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, განიხილება თუ არა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრი არ არის.

„ბევრი საინტერესო და ღირსეული კანდიდატი განიხილება, რომელსაც პირველივე ტურში აქვს გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა და საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად, უახლოეს დღეებში, პოლიტსაბჭოზე მოხდება განხილვა და გადაწყვეტილების მიღება“,-განაცხადა თბილისის მერმა.