კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რას აპროტესტებენ „ლეიბორისტული პარტია“ და ტაქსის მძღოლები
კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რას აპროტესტებენ „ლეიბორისტული პარტია“ და ტაქსის მძღოლები

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რას აპროტესტებენ „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები ტაქსის მძღოლებთან ერთად. კალაძეს მიაჩნია, რომ პარტია ცდილობს, ტაქსის მძღოლები შეცდომაში შეიყვანოს.

„გულწრფელად გეტყვით, ვერაფერი გავიგე, რას აპროტესტებენ ეს ადამიანები, რადგან, რასაც სოციალურ და ფინანსურ დატვირთვას უკავშირებენ, ისეთი არაფერი არ არის. გადაღებვის ხარჯები იყო – მათ არაფერი, არც ერთი თეთრი არ აქვთ გადასახდელი. თუ გადაღებვა პრობლემაა, კი ბატონო, გადავაკრათ. ანუ, არანაირი ხარჯი მათ არ აქვთ.

გულწრფელად ვამბობ, რომ გაუგებარია, რას აპროტესტებენ. ძალიან მარტივია, ეს არის „ლეიბორისტული პარტიის“ მცდელობა, რომ ეს ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში და ბოროტად გამოიყენონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.