მდინარე დიღმულაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა
მდინარე დიღმულაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ სოფელ დიღომში მდინარე დიღმულას ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება დაასრულა.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უსაფრთხოების მიზნით მდინარის კალაპოტში 460 გრძივ მეტრზე რკინაბეტონის დამცავი არხი და ჯებირები მოეწყო.

„აღნიშნული მდინარე ადიდების დროს ძალიან დიდი პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მცხოვრებლებს. ხდებოდა საცხოვრებელი სახლების გამორეცხვა. აღნიშნული პრობლემა უკვე მოგვარებულია, რისთვისაც მინდა, საბურთალოს რაიონის გამგეობას მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 2 500 000 ლარია.