კახა კალაძე აცხადებს, რომ გაკონტროლდება, მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში მგზავრი პირბადის გარეშე არ მოხვდეს
კახა კალაძე აცხადებს, რომ გაკონტროლდება, მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში მგზავრი პირბადის გარეშე არ მოხვდეს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გაკონტროლდება მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში მგზავრი პირბადის გარეშე არ მოხვდეს. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ასევე, ავტობუსებში არ უნდა ჩაირთოს კონდიციონერი, ფანჯრები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში და მაქსიმალურად განიავდეს.

„29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები მუშაობას დაიწყებს.

მესმის, რომ გარკვეული დისკომფორტი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება. თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში – ყველგან აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს – დღესვე შეხვდით ხელმძღვანელობას, რომ მოხდეს კონტროლი და ტრანსპორტში მგზავრი პირბადის გარეშე არ ავიდეს.

ასევე, ავტობუსებში არ უნდა ჩაირთოს კონდიციონერი, ფანჯრები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში და მაქსიმალურად განიავდეს. მეტროს ამის აუცილებლობა არ აქვს. იქ ჰაერი ისედაც ნიავდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი 29 მაისიდან ამუშავდება.

დატოვე კომენტარი