კახა კალაძე აცხადებს, რომ დამატებით რომელიმე რეგიონში სრული კარანტინის დაწესება არ განიხილება
კახა კალაძე აცხადებს, რომ დამატებით რომელიმე რეგიონში სრული კარანტინის დაწესება არ განიხილება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დამატებით რომელიმე სხვა რეგიონის სრულ კარანტინში მოქცევა არ განიხილება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქობულეთთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა მოკვლევა მიმდინარეობს, რომ დადგინდეს, თუ საიდან მოდის ვირუსის გადაცემისა და გავრცელების მიმართულება. თუ საჭიროება იქნება, მოხდება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ლენტეხის შემთხვევაში, რომელიც დღეს მარნეულისა და ბოლნისის მსგავსად ჩაიკეტა, დაფიქსირდა კონკრეტული ფაქტი.

„ადამიანს ჰქონდა შეხება სხვადასხვა პიროვნებასთან და პრევენციული ღონისძიებების თვალსაზრისით მოხდება მთლიანი მოსახლეობის გადასინჯვა“, – განმარტა კახა კალაძემ.