კახა კალაძე - 42 წელია, ჩვენი პატრიარქი დიდი მოთმინებითა და სათნოებით, ღირსეულად უძღვება ქართულ ეკლესიას, ლოცულობს საქართველოსთვის
კახა კალაძე - 42 წელია, ჩვენი პატრიარქი დიდი მოთმინებითა და სათნოებით, ღირსეულად უძღვება ქართულ ეკლესიას, ლოცულობს საქართველოსთვის

თბილისის მერმა კახა კალაძემ სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წლისთავი მიულოცა და მას გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძემ ილია მეორეს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

„42 წელია, ჩვენი პატრიარქი, ჩვენი უწმინდესი დიდი მოთმინებითა და სათნოებით, ღირსეულად უძღვება ქართულ ეკლესიას, ლოცულობს საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მინდა, მივულოცო“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ ყველა ადამიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის დღესასწაულს, ეს დღე მიულოცა.

„მინდა მათ ვუსურვო მშვიდობა. სიკეთით, სიხარულით, იმედით აევსოს ადამიანის გულები ამ ბრწყინვალე დღესასწაულს“, – განაცხადა კახა კალაძემ.