კახა კალაძე - 25 თებერვალი ჩვენთვის დღემდე ისევე მტკივნეული და ტრაგიკულია, როგორც 101 წლის წინ, როდესაც საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა
კახა კალაძე - 25 თებერვალი ჩვენთვის დღემდე ისევე მტკივნეული და ტრაგიკულია, როგორც 101 წლის წინ, როდესაც საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა

25 თებერვალი ჩვენთვის დღემდე ისევე მტკივნეული და ტრაგიკულია, როგორც 101 წლის წინ, როდესაც საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით წერს.

კალაძის თქმით, ოკუპაცია დროებითია, მუდმივია ღირებულებები, რაც სამშობლოს და თავისუფლებას უკავშირდება.

„დღესაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია; დღესაც ადგილი აქვს ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას ჩვენი მოძმე უკრაინის მიმართ.

და მაინც, ოკუპაცია დროებითია, მუდმივია ღირებულებები, რაც სამშობლოს და თავისუფლებას უკავშირდება.

გმირები არ კვდებიან!

პატივი და დიდება მათ, ვინც სამშობლოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა!“ – წერს კახა კალაძე.