კახა კალაძე - 2020 წელი თბილისისთვის განსაკუთრებული იქნება, ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ
კახა კალაძე - 2020 წელი თბილისისთვის განსაკუთრებული იქნება, ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვას დაესწრება.

რაც შეეხება ბიუჯეტის პარამეტრებს, კალაძის თქმით, დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 300 მილიონი ლარით იზრდება. კალაძის განმარტებით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქში ბევრი პროექტი განხორციელდება.

„2020 წელი იქნება განსაკუთრებული თბილისისთვის და ბიუჯეტით ისტორიულ ნიშანს აღწევს, ძალიან ბევრ, მაგარ და მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ ჩვენი ქალაქისთვის. ალბათ, ყველა ხედავს, როგორ ლამაზდება ქალაქი, როგორ იცვლება და მე ამ ყველაფერში საზოგადოების, მოსახლეობის ჩართულობას ძალიან ვაფასებ. ბევრი გულშემატკივარი და მხარდამჭერი ჰყავს დედაქალაქის მერიას, ჩვენს ქალაქს და ბევრს უხარია ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ქალაქში ხორციელდება. მომავალ წელსაც არ დავიშურებთ ძალ-ღონეს, რომ ჩვენ ქალაქს ვემსახუროთ“ ,- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მილიარდ 21 მილიონით განისაზღვრა. 317 მილიონი სოციალური საჭიროებისთვისაა განსაზღვრული. 430 მილიონამდე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება, ეკოლოგიის გაუმჯობესებას კი 111 მილიონი მოხმარდება.

დედაქალაქის ბიუჯეტს ხვალ საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს.