კახა კალაძე - 2019 წელი დატვირთული იქნება გამარჯვებებით, წარმატებული პროექტებით და მოქალაქეების კეთილდღეობით
კახა კალაძე - 2019 წელი დატვირთული იქნება გამარჯვებებით, წარმატებული პროექტებით და მოქალაქეების კეთილდღეობით

2018 წელი დატვირთული იყო მოვლენებითა და ემოციებით, 2019 წელი დატვირთული და გაჯერებული იქნება გამარჯვებებით, წარმატებული პროექტებით და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად, საახალწლო გალაკონცერტს ესწრება.

„მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს ახალი, 2019 წელი. დღეს ჩვენ აქ, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეებთან ერთად შევხვდით 2019 წელს. ერთად გავაცილეთ 2018 წელი, რომელიც დატვირთული იყო მოვლენებით, ემოციებით და ერთად შევხვდით 2019 წელს, რომელიც დატვირთული და გაჯერებული იქნება გამარჯვებებით, ბევრი წარმატებული პროექტით და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობით. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საახალწლო გალაკონცერტს ასევე ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.