კახა კალაძე - 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება, როგორც სიმბოლო ოჯახისა და ქვეყნის ერთიანობის, მინდა, მოგილოცოთ, ვუსურვო ჩვენს ოჯახებს მშვიდობა და კეთილდღეობა
კახა კალაძე - 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება, როგორც სიმბოლო ოჯახისა და ქვეყნის ერთიანობის, მინდა, მოგილოცოთ, ვუსურვო ჩვენს ოჯახებს მშვიდობა და კეთილდღეობა

მინდა, მოგილოცოთ ოჯახის სიწმინდის დღე, ვუსურვო ჩვენს ოჯახებს მშვიდობა, კეთილდღეობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 17 მაისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით, ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება, როგორც სიმბოლო ოჯახისა და ქვეყნის ერთიანობის.

„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვუსურვო ჩვენს ოჯახებს მშვიდობა, კეთილდღეობა. ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახი და მინდა, ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.