კახა კალაძე - 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულთაგან არავინ დარჩეს, ვისზეც კომპენსაცია არ არის გაცემული
კახა კალაძე - 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულთაგან არავინ დარჩეს, ვისზეც კომპენსაცია არ არის გაცემული

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულებისთვის, რომლებსაც კომპენსაცია ჯერაც არ მიუღიათ, აღნიშნული საკითხი მოგვარდეს.

ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაზარალებული რამდენიმე ოჯახი, სამწუხაროდ ჯერ კიდევ რჩება კომპენსაციის გარეშე.

“მაშინ დედაქალაქის მერიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, ბევრ ადამიანს დაეხმარა, დარჩენილია რამდენიმე ოჯახი. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს გარკვეულ მიზეზებს. მინდა, მივმართო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რაც შეიძლება მალე მოახდინონ ამ ადამიანების დაკმაყოფილება და დავეხმაროთ, რადგან თავიდანვე იყო თანხმობა, რომ ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ. არ დარჩეს არავინ, ვისზეც კომპენსაცია არ არის გაცემული”, – განაცხადა კახა კალაძემ.