კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ჩვენი გონიერებით, სწავლით, კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ გამარჯვებას
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ჩვენი გონიერებით, სწავლით, კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ გამარჯვებას

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, 12 აგვისტო ქართველი ერის სიძლიერის და მტერზე გამარჯვების სიმბოლოა.

„ქვეყნის ისტორიაში არსებობს თარიღი, რომელიც მთლიანად გადასწონის ყველა განვლილ განსაცდელს, სირთულეს, ტრაგედიას. სწორედ ასეთი თარიღია 12 აგვისტო. დღეს დიდგორობაა და მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ჩვენი პატარა ერის სიძლიერის, გამარჯვების სიმბოლო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გონიერებით, სწავლით, კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.