კახა კახიშვილი - ეკონომიკის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება შეთანხმდა როგორც ქობულიასთან და თურნავასთან, ასევე უმრავლესობის ლიდერებთან
კახა კახიშვილი - ეკონომიკის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება შეთანხმდა როგორც ქობულიასთან და თურნავასთან, ასევე უმრავლესობის ლიდერებთან

ეკონომიკის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება შეთანხმდა როგორც ქობულიასთან და თურნავასთან, ასევე უმრავლესობის ლიდერებთან, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახი კახიშვილმა განაცხადა.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ბატონი გიორგი ქობულია გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და ამ თანამდებობაზე დაინიშნა ქალბატონი ნათია თურნავა.

გადაწყვეტილების მიღება მოხდა კონსულტაციის შედეგად, როგორც ბატონ გიორგი ქობულიასთან, ისე, რა თქმა უნდა, დანიშვნის დროს ქალბატონ ნათია თურნავასთან. ამავდროულად, უმრავლესობის ლიდერებთან. სხვა განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთებს მთავრობის სხდომამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა კახიშვილმა.

გიორგი ქობულიამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მამუკა ბახტაძემ ქობულიას გადადგომის განცხადება უკვე დააკმაყოფილა. ქობულია მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავამ შეცვალა.