კახა კახიშვილი - ბანკები რაღაც ტიპის შეღავათებზე თუ არ იფიქრებენ, ისინი დაანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას
კახა კახიშვილი - ბანკები რაღაც ტიპის შეღავათებზე თუ არ იფიქრებენ, ისინი დაანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას

ჩვენ ვხედავთ დახურულ კაფეებს, მაღაზიებს, რესტორნებს, სასტუმროებს და ა.შ. ამ შემთხვევაში ფაქტობრივად გამოდის, რომ ფორს-მაჟორია, ვფიქრობ, როდესაც ქვეყანაში ფორს-მაჟორია, თვითონ ბანკებიც უნდა გადავიდნენ ფორს-მაჟორის რეჟიმში, – ამის შესახებ დეპუტატმა კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან პანდემიის გამო ბიზნესის წინაშე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ბანკები რაღაც ტიპის შეღავათებზე არ იფიქრებენ, ისინი ქვეყნის ეკონომიკას დაანგრევენ.

„ერთი კითხვა ეხება ბიზნესს, როგორც ფინანსთა მინისტრმა, შეიძლება, ჩემზე კარგად იცოდეთ ბიზნესში არსებული პრობლემები, ვინაიდან ფაქტობრივად ამ პანდემიის გამო ერთი წელი ბიზნესი გაჩერებულია და ბიზნესმენების ძალიან ბევრი ნაწილი უკვე გაკოტრების პირასაა მისული. ერთი მხრივ, აღებული აქვთ კრედიტები, მეორე მხრივ, ამ კრედიტებს ვერ ფარავენ, იმიტომ, რომ არ არსებობს შემოსავლები, ამავდროულად, რაღაც ბუნდოვანი პასუხები ესმით ბანკებიდან და დიდად ვერაფერს ეხმარებიან ბანკები, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავზე უფრო ფიქრობენ.

ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საჭიროა რაღაც სახელმწიფოებრივი მიდგომა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ რამენაირად დაეხმაროს (ბიზნესს), მაგრამ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთი შეიძლება ითქვას, ფორს-მაჟორია, თვითონ ბანკებიც უნდა გადავიდნენ ფორს-მაჟორის რეჟიმში. თუ ჩვენ ვხედავთ დახურულ კაფეებს, მაღაზიებს, რესტორნებს, სასტუმროებს და ა.შ. ამ შემთხვევაში ფაქტობრივად გამოდის, რომ ფორს-მაჟორია და ეს ფორს-მაჟორი რატომ არ შემოდის ქვეყანაში, რომ ბანკებსაც შეეხოს და ცოტა იფიქრონ ამ ყველაფერზე, მხოლოდ საკუთარ მოგებაზე არ იფიქრონ.

თუ ბანკები დღეს არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაც ტიპის შეღავათებზე, ისინი დაანგრევენ  ქვეყნის ეკონომიკას და დაანგრევენ ქვეყანას. ამიტომ ჯობია, დღეს ცოტა ნაკლები მოგება მიიღონ და გადაარჩინონ ქვეყანა, ვიდრე დღეს მთლიანად მოგებაზე იყვნენ ორიენტირებულები და გააკონტრონ ისე ქვეყანა, რომ წლების განმავლობაში ვეღარ აღდგება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

დატოვე კომენტარი