კახა კახიშვილი - არასდროს მქონია მირზა სუბელიანთან შეხვედრა, არც დაკავებამდე, არც დაკავების შემდეგ  
კახა კახიშვილი - არასდროს მქონია მირზა სუბელიანთან შეხვედრა, არც დაკავებამდე, არც დაკავების შემდეგ  

მინდა გითხრათ, რომ არასდროს მქონია შეხვედრა მირზა სუბელიანთან დაკავებამდე ორი დღით ადრე, როგორც თავად აცხადებს, არც დაკავების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი მინისტრი და სრული უფლება მქონდა შევხვედროდი ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მირზა სუბელიანს, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა ჩანაწერების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კახა კახიშვილმა აღნიშნა, დახურულ დაწესებულებაში არც ერთი პატიმარი არ იმყოფება განსაკუთრებულ პირობებში, ყველას ნორმალური პირობები აქვს.

„მოვუსმინე ჩანაწერებს და იქ საუბარია, რომ ბატონი მირზა სუბელიანი მაინცდამანც არ იყო კმაყოფილი საპატიმრო პირობებით, შესაბამისად, ამას წინ უძღვოდა საუბარი, თითქოს მე და მას გვქონდა შეხვედრა და მოვილაპარაკეთ. ლოგიკას თუ გავყვებით, არ შეესაბამება ერთმანეთს ეს ორი ნათქვამი წინადადება. ერთი მხრივ, მოვილაპარაკეთ კარგ პირობებზე და მეორე მხრივ, არის ჩვეულებრივად ისეთ პირობებში, როგორშიც არის ყველა პატიმარი. განსაკუთრებულ პირობებში რა თქმა უნდა, არ იყო. მინდა გითხრათ, რომ დახურულ დაწესებულებებში არც ერთი პატიმარი არ იმყოფება განსაკუთრებულ პირობებში, ყველას აქვს ნორმალური პირობები. მინდა პირდაპირ გითხრათ ერთი, რომ არასდროს არ მქონია შეხვედრა მირზა სუბელიანთან დაკავებამდე ორი დღით ადრე, როგორც თავად აცხადებს, არც დაკავების შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი მინისტრი და სრული უფლება მქონდა შევხვედროდი ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მირზა სუბელიანს”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.