კახა კახიშვილი - ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დროულად დარეგისტრირდნენ ვაქცინაციაზე
კახა კახიშვილი - ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დროულად დარეგისტრირდნენ ვაქცინაციაზე

დეპუტატი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ ვაქცინაციის მიზნით შესაბამის საიტზე დარეგისტრირება მოქალაქეებისთვის პრობლემას წარმოადგენს და ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„არის ჯანდაცვის სამინიტროს საიტი, სადაც ხდება რეგისტრაცია ვაქცინაციაზე. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დარეგისტრირება პრობლემატურია და იქნებ, მივხედოთ ამ საკითხს, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დროულად მოახდინონ რეგისტრაცია, რათა მიიღონ ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობა“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.