კახა გვანცელაძე - რამდენიმე ალტერნატიულ ფართზე მიმდინარეობს მუშაობა, ერთ-ერთია „დირსის“ კომპლექსი, რომელიც 109-ე ბაღთან ყველაზე ახლოსაა
კახა გვანცელაძე - რამდენიმე ალტერნატიულ ფართზე მიმდინარეობს მუშაობა, ერთ-ერთია „დირსის“ კომპლექსი, რომელიც 109-ე ბაღთან ყველაზე ახლოსაა

მშობელთა გარკვეულმა ნაწილმა გამოთქვა ინიციატივა, ბაღი დროებით კომპლექს „დირსში“ განთავსებულიყო, დღეს ამ სივრცის დათვალიერება მოვახდინეთ, ამ ეტაპზე ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილების, თუ ხარჯების შესახებ საუბარი უკვე ხვალ შეგვეძლება, – განაცხადა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ფართის დაქირავების პასუხისმგებლობა თავისთავად ჩვენზეა. თუმცა, საჭიროა, საბოლოო გადაწყვეტილება „დირსის“ ხელმძღვანელობისგან მივიღოთ. მათგან პასუხს ხვალ ველოდებით“, – განაცხადა გვანცელაძემ.

ამ განცხადებით კახა გვანცელაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ვის მიერ მოხდება ალტერნატიული ფართის დაქირავება და დარჩებიან თუ არა 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები აღნიშნულ ფართში ბაღის შენობის სრულ რეაბილიტაციამდე.

მისი თქმით, „დირსის“ კომპლექსი ერთ-ერთი ვარიანტია და მუშაობა რამდენიმე ალტერნატიულ ფართზე მიმდინარეობს.

ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა აღმზრდელობითი პროცესი ორშაბათს აღდგება.