კახა ჟღენტი - „ლელოს“ აქვს კონკრეტული გეგმები, კონკრეტული ციფრებითა და ნაბიჯებით, ვეცდებით ნებისმიერ მსმენელთან მივიტანო პრობლემების გადაწყვეტის გზები
კახა ჟღენტი - „ლელოს“ აქვს კონკრეტული გეგმები, კონკრეტული ციფრებითა და ნაბიჯებით, ვეცდებით ნებისმიერ მსმენელთან მივიტანო პრობლემების გადაწყვეტის გზები

ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, კონკრეტული ციფრებით, კონკრეტული ნაბიჯებით, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, კახა ჟღენტმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, 10 პარტიას შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.

როგორც კახა ჟღენტმა აღნიშნა, „ლელოს“ აქვს ცხრა ნაბიჯი წარმატებისკენ და ცხრა ნაბიჯი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. 

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ბიულეტენში ცხრა ნომერი ვარ, არც ამ ცხრა წელზე საუბარს ვაპირებ და არც ამის წინა ცხრა წელზე. მინდა, დაველაპარაკო ჩემს მოქალაქეებს, ჩემს ხალხს პარტია „ლელოს“ სახელით, მინდა, ველაპარაკო იმ გეგმაზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია, როგორც ვაპირებთ, რომ წარვდგეთ მოსახლეობის წინაშე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, კონკრეტული ციფრებით, კონკრეტული ნაბიჯებით. „ლელოს“ ცხრა ნაბიჯი წარმატებისკენ, ცხრა ნაბიჯი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ იქნება ჩემი შემდგომი საუბრის თემა, სადაც კონკრეტულად ვეცდები მივიტანო ნებისმიერ მსმენელთან პრობლემების გადაწყვეტის ის გზები, როგორც ჩვენ ეს გვესახება“, – განაცხადა კახა ჟღენტმა.

საქართველოს პირველ არხზე დღეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით დებატები იმართება. მასში ათი პარტია მონაწილეობს – „მესამე ძალა“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპელი დემოკრატები“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ლელო“, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 21 სექტემბერს კი, დებატები თბილისის მერობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს შორის გაიმართება.