კახა ცხადაძე - ყაზახეთის ნაკრებისთვის მზად ვარ, მაგრამ პირველი კანდიდატი სტოილოვია
კახა ცხადაძე - ყაზახეთის ნაკრებისთვის მზად ვარ, მაგრამ პირველი კანდიდატი სტოილოვია

ერთა ლიგაში საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებების შანსებსა და ჯგუფის ფავორიტებზე საქართველოს ნაკრებისა და ალმატისყაირათის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ყაზახურ გამოცემა ”sports.kz”-თან ინტერვიუში ისაუბრა და ყაზახეთის ნაკრებში მუშაობის შანსებიც შეაფასა.

„ვფიქრობ, ჩვენი ჯგუფის გუნდებისთვის წილისყრა ძალიან მკაცრი გამოდგა, რადგან ერთა ლიგა D დივიზიონში შემადგენლობით საქართველომ, ლატვიამ, ყაზახეთმა და ანდორამ ყველაზე ძლიერი ჯგუფი დააკომპლექტეს. ჩემთვის ამ პოსტზე მუშაობის სირთულეს ვერ ვხედავ, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი კანდიდატი მაინც სტანიმირ სტოილოვია (”ასტანას” მთავარი მწვრთნელი), რომელმაც საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო და ძალიან კარგი შედეგები აჩვენა.

ალბათ, ყაზახეთის გუნდის ყოველი მეორე გულშემატკივარიც ასე ფიქრობს და თუ ის დათანხმდება, მის გუნდს პერსპექტივა ექნება, მაგრამ თუ ასეთი შეთავაზება მივიღე, რა თქმა უნდა, დავთანხმდები“, – ამბობს ცხადაძე.