კახა ცხადაძე - ჩვენი მიზანი ევროთასებზე გასვლაა
კახა ცხადაძე - ჩვენი მიზანი ევროთასებზე გასვლაა

შიმკენტის „ორდაბასის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნული კახა ცხადაძე ყაზახურ მედიასთან აცხადებს, რომ მისი მიზანი შიმკენტის „ორდაბასის“ ევროთასებზე გაყვანაა.

ყაზახეთის პრემიერლიგის გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნულ 49 წლის ქართველს სპეცილისტს გამოცემა „სპორტს“ ესაუბრა.

გუნდი, რომელიც ცხადაძემ ჩაიბარა, ფინანსურ კრიზისშია.

„ბედის ირონიაა, რომ ჩავიბარე გუნდი, რომელმაც „ყაირატში“ მუშაობისას 10 ქულა წაგვართვა და ფაქტობრივად, ჩემპიონობა დაგვაკარგვინა. ახლა გუნდში პრობლემები არის, მათ შორის, საკადროც. მოსამზადებლადაც დრო ცოტაა, მაგრამ ჩვენი უპირველესი მიზანი ევროთასებზე მოხვედრაა“, – ამბობს ცხადაძე.

ყაზახეთის პრემიერლიგის 13 ტურის შემდეგ „ორდაბასი“ 19 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერებს, „ყაირატსა“ და „ტობოლს’ შესაბამისად, 13 და 6 ქულით ჩამორჩება.