კახა ჭუმბურიძე - საქართველოში ფეხბურთში ჩართული ადამიანების რაოდენობა 15-დან 50 ათასამდე გაიზარდა #1TVSPORT
კახა ჭუმბურიძე - საქართველოში ფეხბურთში ჩართული ადამიანების რაოდენობა 15-დან 50 ათასამდე გაიზარდა #1TVSPORT

„ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებით გამოსვლამ კიდევ უფრო დიდი სტიმული მისცა ბავშვებს და ყველას, რომ ფეხბურთში უფრო მეტად ჩართულიყვნენ. იმედი მაქვს, რომ ამ წარმატებას მომავალში განვავითარებთ და ჩვენი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდება. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია“, – საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ განაცხადა.

„საქართველოში საფეხბურთო ბუმი რომ არის, ეს სტატისტიკურადაც ვიცით. თუ 2015 წელს ფეხბურთში 15 ათასი ადამიანი იყო ჩართული, ლევან კობიაშვილის გუნდის მოსვლის და მასობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯების შემდეგ ეს ციფრი ჯერ 38 ათასამდე გაიზარდა, ხოლო საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის გასვლის და იქ კარგი თამაშის შემდეგ – 50 ათასამდე.

ვფიქრობ, რამდენი სტადიონიც უნდა აშენდეს, ყველა სავსე იქნება ბავშვებით და, აქედან გამომდინარე, კიდევ იქნება წარმატებები. რაც მეტი ბავშვია ფეხბურთში ჩართული, მით უფრო მეტ ნიჭიერ მოთამაშეს აღმოვაჩენთ“, – ამბობს კახა ჭუმბურიძე.