კახა ჩხეტიანს საუკეთესოს პრიზი გადასცეს
კახა ჩხეტიანს საუკეთესოს პრიზი გადასცეს

კახა ჩხეტიანს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი გორში გადასცეს.

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა აღიარება მესამე წრეში მისი გაწვრთნილი გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით დაიმსახურა. ევროგათამაშებიდან ეროვნულ ჩემპიონატზე გადმორთულმა მოქმედმა ჩემპიონმა ტურნირის ეს ნაწილი ჩინებულად ჩაატარა და ერთხელაც არ დამარცხებულა. ჩხეტიანის გაწვრთნილებმა ხუთი შეხვედრა მოიგეს, ორი კი ფრედ დაასრულეს. ამით ქუთაისელებმა ლიდერთა სამეულთან ჩამორჩენა მაქსიმალურად შეამცირეს და მჭიდროდ მიუახლოვდნენ.

კახა ჩხეტიანს კუთვნილი პრიზი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ „დილასა“ და „ტორპედოს“ მატჩის დაწყებამდე გადასცა.