კახა ჩხეტიანი - „ტორპედომ“ შეკრებაზე ძლიერი გუნდები დაამარცხა
კახა ჩხეტიანი - „ტორპედომ“ შეკრებაზე ძლიერი გუნდები დაამარცხა

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი აცხადებს, რომ გუნდმა თურქულ შეკრებაზე ძლიერი მეტოქეები დაამარცხა. ის თურქეთში ჩატარებულ ორ საკონტროლო შეხვედრას აფასებს.

„ორ კარგ გუნდს შეხვდით – მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერ პანდევის „აკადემიას“ და ბელარუსის ჩემპიონატის მესამეადგილოსან მინსკის „დინამოს“. სასიხარულოა, რომ ორივესთან გავიმარჯვეთ. უახლოესი თამაში 9 თებერვალს სერბულ „რადთან“ გველოდება. ამ სპარინგებში ყველა ფეხბურთელი თანაბრად იტვირთება, ბოლოს ის შემადგენლობა გამოიკვეთება, რომელსაც 24 თებერვალს გორში, საქართველოს სუპერთასის მატჩზე „საბურთალოსთან“ ვათამაშებთ. ამ დღეს მოედანზე ის ფეხბურთელები გავლენ, რომელიც კონკრეტული მატჩისთვის მზად იქნებიან“, – ამბობს ჩხეტიანი.

კახა ჩხეტიანის თქმით, გუნდიდან წასულ ფეხბურთელებზე ბევრი მითქმა-მოთქმა იყო.

„ზოგიერთმა გუნდის მოთხოვნებმა ვერ დააკმაყოფილა. ზოგიერთთან კონტრაქტის გაფორმება გვსურდა და შეიძლება ითქვას, შეთანხმება მიღწეული იყო – ეს „დინამოში“ გადასულ კუხიანიძესა და კუტალიას ეხებათ. მაგრამ ფეხბურთელის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს. ჩემთვის მათთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო, თითოეულს გუნდის წინაშე გაწეული შრომისთვის დიდი მადლობა მსურს გადავუხადო და მინდა, რომ ეს ნაბიჯი მათი შემდგომი კარიერული წარმატების წინაპირობა გახდეს“, – აცხადებს ჩხეტიანი.