კახა ჩხეტიანი - შევეცდებით, ბულგარელთა სისუსტეები გამოვიყენოთ
კახა ჩხეტიანი - შევეცდებით, ბულგარელთა სისუსტეები გამოვიყენოთ

„მიხეილ მესხზე“, 23 აგვისტოს, 20:00 საათზე ქუთაისის “ტორპედოსა” და ბულგარული რაზგრადისლუდოგორეცის“ დაპირისპირება დაიწყება.

დღეს ქუთაისელებმა ევროპის ლიგის ფლეი ოფის წინასამატჩო ვარჯიში გამართეს.

როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა განაცხადა, დარწმუნებულია, რომ  “ლუდოგორეცთან” მაქსიმალურად კარგად ითამაშებენ.

„რაც უნდა ვილაპარაკოთ, ეს თამაში სხვებისგან მნიშვნელობით აშკარად გამოირჩევა – არა მხოლოდ “ტორპედოსთვის“, არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთისა და ქვეყნისთვის. საბედნიეროდ, ტრავმირებული არავინაა, თამაშისთვის ყველა აქტიურად ემზადება და მზადაა, მოედანზე თავი 100 პროცენტით დადოს. მზად ვართ თუ არა ასეთ მეტოქესთან ბრძოლისთვის? რადგან ამ ეტაპამდე მივედით, გამოდის, კარგად თამაში შეგვიძლია. მე მჯერა ჩემი ბიჭების და მათი შესაძლებლობების და დარწმუნებული ვარ, “ლუდოგორეცთან” მაქსიმალურად კარგად ითამაშებენ” – ამბობს ჩხეტიანი.

მან მეტოქეც შეაფასა და აღნიშნა, რომ ბულგარელებს ძლიერი და სწრაფი გუნდი ჰყავთ.

„ბულგარელები ფლანგებს განსაკუთრებით კარგად იყენებენ და სწრაფად თამაშობენ, თუმცა შეტევაში ასევე დამაჯერებლად არ გამოიყურებიან. შევეცდებით, მათი სუსტი მხარეები ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ“, – განაცხადა ჩხეტიანმა.